მეცნიერები თვლიდნენ, რომ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ხანგრძლივად არ ნარჩუნდება. მკვლევარები ამ დასკვნამდე მიდიოდნენ იმ მრავალრიცხოვან მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ამტკიცებდა, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებში ანტისხეულების რიცხვი კოვიდის გადატანიდან რამდენიმე თვეში სწრაფად იკლებდა.
მეცნიერთა უმრავლესობა თვლიდა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1,5-2 წლის მანძილზე შენარჩუნდებოდა. ახალი აღმოჩენები კი მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. მეცნიერები საზოგადოებას მოუწოდებენ სასიამოვნო ახალ ამბავს თავშეკავებული ოპტიმიზმით შეხვდნენ და დროზე ადრე კოვიდზე გამარჯვებას ნუ იზეიმებენ. პრაქტიკაში კოვიდ-19-ით განმეორებით დაინფიცირების ფაქტები უკვე აღწერილია. კოვიდის გადატანის შემდეგ კი ხანგრძლივი იმუნიტეტის გამომუშავება ჯერ მხოლოდ თეორიაა, თუმცა აღნიშნული თეორიაც საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტების სისხლს სწავლობდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ პაციენტებში დროთა განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების რიცხვი სწრაფად მცირდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რიცხვმა კლება შეწყვიტა და პლატოს ეტაპი დაიწყო. კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ მეცნიერებმა პაციენტების ორგანიზმში სპეციალური უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას უზრუნველყოფდა. მეცნიერების მტკიცებით, აღნიშნული უჯრედები ადამიანის ორგანიზმში მანამ დარჩება, ვიდრე ის ცოცხალია, შესაბამისად კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტიც ხანგრძლივად შენარჩუნდება.
მეცნიერები, რომლებსაც კვლევებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამ ეტაპზე გვირჩევენ, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ და აღნიშნულ სიახლეს ზომიერი ოპტიმიზმით შევხვდეთ.
მომზადებულია bbc.com - ის მიხედვით
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა