დიახ, მენსტრუალური ციკლის დროს ცურვა შესაძლებებლია. უბრალოდ საჭიროა დამცავი საშუალებების გამოყენება, რომ არ მოხდეს მენსტრუალური გამონადენის გამოსვლა წყალში და გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება.
რას უნდა მივაქვიოთ ყურადღება, სანამ ცურვას გადავწყვეტთ?
- პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს თქვენს ორგანიზმს - მენსტრუალური გამონადენის რაოდენობას. თუ ჭარბი მენსტრუაცია გაქვთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ ცურვისგან.
- თუ აპირებთ ცურვას ზღვაზე, ტბაზე და არა აუზზე, მიაქციეთ ყურადღება წყალს - ხომ არ არის წყალი დაბინძურებული.
- წყლის ტემპერატურა - წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი.
რომელი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი?
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონი - მისი გამოყენება ცურვის დროს კარგი ვარიანტია: შეუმჩნეველია, მარტივად გამოსაყენებელი. მთავარია, ხშირად იცვალოთ ტამპონი, დაიბანოთ ხელები მისი გამოყენების დროს.
- მენსტრუალური ჭიქა -კიდევ ერთი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ცურვის დროს. ასევე ითვლება, რომ მენსტრუალური ჭიქა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტამპონი. ის უფრო დიდხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონთან შედარებით. გარდა ამისა, მენსტრუალური ჭიქა არის მრავალჯერადი გამოყენების.
- საფენი (პაკეტი) - მისი გამოყენება ცურვის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან საფენის ზედაპირის მოვალეობაა მენსტრუალური გამნონადენის შეწოვა, აქედან გამომდინარე, მოხდება ასევე წყლის შეწოვა, შესაბამისად, საფენი ვერ მოახერხებს სრულად დაგიცვათ მენსტრუალური გამონადენის გაჟონვისგან. გარდა ამისა, წებოვანი ზედაპირი, რომელიც მას გააჩნია უკანა მხარეს, სველ გარემოში საცვალზე მყარად ვერ დამაგრდება.
არის თუ არა ცურვა მენსტრუაციის დროს საზიანო ორგანიზმისთვის?
არა! თუ, რა თქმა უნდა, დაიცავთ ნორმებს. ღია და დახურული აუზები მუშავდება სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით, რაც არ მოქმედებს ორგანიზმზე საზიანოდ. შესაძლებელია მხოლოდ ალერგიული რეაქციის გამოვლენა. აუცილებელია წყლიდან ამოსვლის შემდეგ შხაპის მიღება, ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის და სველი საცვლის გამოცვლა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა