Baby Bag

რა არის საძინებელი ოთაᲮის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა?

რა არის საძინებელი ოთაᲮის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა?
რა არის საძინებელი ოთაᲮის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
,,ოპტიმალური, კარგი ძილისათვის რეკომენდებულია საძინებელი ოთახის ჰაერის ტემპერატურა იყოს 15.5-დან 19.4 °C-მდე.

ძილის ფაზების დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ჰაერის ტემპერატურა ეხმარება სხეულს ტემპერატურის კლებასა და შენარჩუნებაში.

საძინებელ ოთახზე უნდა ვიფიქროთ ერთგვარად როგორც "გამოქვაბულზე" - ის უნდა იყოს გრილი, ბნელი და ჩუმი.

თუ საძინებელში იქნება არაკომფორტული სიცივე ან სიცხე, მეტია გამოღვიძების ალბათობა.

ასევე საძინებელი ოთახის ჰაერის კომფორტული ტემპერატურა ზეგავლენას ახდენს ,,სწრაფი თვალის მოძრაობის" ძილის ფაზაზე (REM Sleep), ეს არის ძილის ფაზა რომელშიც ვხედავთ სიზმრებს.

ბავშვებისა და ჩვილებისთვის საძინებელი ოთახის საუკეთესო ტემპერატურა მცირედ განსხვავდება და ის შეადგენს - 18.3-დან 21°C-მდე,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯან​მრთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად