Baby Bag

რა არის საძინებელი ოთაᲮის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა?

რა არის საძინებელი ოთაᲮის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა?
რა არის საძინებელი ოთაᲮის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
,,ოპტიმალური, კარგი ძილისათვის რეკომენდებულია საძინებელი ოთახის ჰაერის ტემპერატურა იყოს 15.5-დან 19.4 °C-მდე.

ძილის ფაზების დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ჰაერის ტემპერატურა ეხმარება სხეულს ტემპერატურის კლებასა და შენარჩუნებაში.

საძინებელ ოთახზე უნდა ვიფიქროთ ერთგვარად როგორც "გამოქვაბულზე" - ის უნდა იყოს გრილი, ბნელი და ჩუმი.

თუ საძინებელში იქნება არაკომფორტული სიცივე ან სიცხე, მეტია გამოღვიძების ალბათობა.

ასევე საძინებელი ოთახის ჰაერის კომფორტული ტემპერატურა ზეგავლენას ახდენს ,,სწრაფი თვალის მოძრაობის" ძილის ფაზაზე (REM Sleep), ეს არის ძილის ფაზა რომელშიც ვხედავთ სიზმრებს.

ბავშვებისა და ჩვილებისთვის საძინებელი ოთახის საუკეთესო ტემპერატურა მცირედ განსხვავდება და ის შეადგენს - 18.3-დან 21°C-მდე,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯან​მრთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

არის თუ არა შესაძლებელი, შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი? - ზაზა თელია განმარტავს

არის თუ არა შესაძლებელი, შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი? - ზაზა თელია განმარტავს

არის თუ არა შესაძლებელი, შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი? - ამის შესახებ დერმატო ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა თელიამ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა.

,,​არსებობს მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი ფაქტორები. მოდიფიცირებადი არის, რომ ჩვენ შეიძლება, ზეგავლენა მოვახდინოთ დაბერების პროცესის გადავადებაზე და არამოდიფიცირებადი ფაქტორია, რომ ყველა ვართ ცოცხალი ორგანიზმები და დაბერების პროცესს ვერაფერს ვერ ვუზამთ. ჩვენ შეგვიძლია, დაბერების პროცესი გადავავადოთ. 

ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან. მათ შორის, ორგანოებიც უჯრედებით არის ამოფენილი. მათ აქვს გამრავლების უნარი, თუმცა - ლიმიტირებული. ეს დამოკიდებულია გენებზე. როცა უჯრედებს აღარ აქვთ გამრავლების უნარი, ისინი იზრდებიან ზომაში და კვდებიან. 30 წლის ასაკის შემდგომ უჯრედები იწყებენ გამრავლების უნარის დაკარგვას. გამომდინარე აქედან, ორგანოები, რომლებიც ამოფენილია ამ უჯრედებით, ფუნქციონირებას ანელებენ, ნაკლებად კარგად მუშაობენ ორგანოზები - ამას ჰქვია ორგანოთა დაბერება. ეს პროცესიც, როგორც წესი, იწყება 30 წლის ასაკიდან. მოდიფიცირებადი ფაქტორები, რაც ამას ხელს უწყობს, გახლავთ ცხოვრების არასწორი წესი.

დაბერების პროცესთან ერთად, ადამიანი გარკვეული კუთხით ვიზუალურ ცვლილებებს განიცდის. პირველ ყოვლისა, ეს აისახება ძვალ-სახსროვან სისტემაზე. ისიც უჯრედებით არის ამოფენილი, ძვლები სიმკვრივეს კარგავს და ზომაში პატარავდება. ეს განსაკუთრებულად შეიმჩნევა ქალებში მენოპაუზის შემდგომ. ამ დროს ფიქსირდება სიმაღლეში კლება, 3-5 სმ-ით - რატომ ხდება ეს? ხერხემლის სვეტის ცვლილებების გამო. მალებს შორის არსებული ქსოვილი, რომელიც სითხით არის გაჯერებული და, ასაკის მატებასთან ერთად, ხდება ამ სითხისგან განლევა. დაბერების პროცესის გადასავადებად აუცილებელია ორი ფაქტორი: როგორც წესი, ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა და, ასევე, სწორი, ბალანსირებული კვება.

წყარო: ,,​დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად