უმეტესობა ყველაზე ხშირად ჩატარებული სახსრების ორთოპედიული ოპერაციებისა არ არის ეფექტური და მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.
„ჩატარებული მეტა-ანალიზით შედარებულ იქნა 10 ყველაზე ხშირად ჩატარებული ორთოპედიული ოპერაცია საერთოდ არანაირ მკურნალობასთან, ან პლაცებოსთან, ან არაოპერაციულ მკურნალობასთან.
ეს ოპერაციებია:
1. ართროსკოპიული წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია
მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხშირი ორთოპედიული ოპერაციები არ იყო უფრო ეფექტური ვიდრე - საერთოდ არანაირი მკურნალობა, პლაცებო ან არაქირურგიული მკურნალობა.
მიუხედავად ამ ოპერაციების ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არქონისა, დღეისათვის სხვადასხვა ნაციონალური გაიდლაინები მაინც გასცემენ რეკომენდაციებს ოპერაციების ჩატარებაზე.
P.S. ფული აღმართს ხნავს, „შენ ოპერაცია გჭირდება, სხვანაირად არაფერი გეშველება“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?
უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს.
მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:
,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა.
ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:
,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''