Baby Bag

კორონავირუსის კვალი საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე - პრაქტიკული რჩევები, როგორ ავირიდოთ თავიდან გართულებები

კორონავირუსის კვალი საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე - პრაქტიკული რჩევები, როგორ ავირიდოთ თავიდან გართულებები

​კორონავირუსი გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებენ სისტემაზე - თუ როგორ უნდა აირიდოთ გართულებები, მოისმინეთ პრაქტიკული რჩევები. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმ​რთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველ დილით წვიმაში, თოვლში, ქარში შევდივარ ზღვაში და ვბანაობ, გრიპი რა არის, არ ვიცი,“- 67 წლის ბათუმელი ქალი რვა წელია ზღვის ცივ წყალში კაჟდება

„ყოველ დილით წვიმაში, თოვლში, ქარში შევდივარ ზღვაში და ვბანაობ, გრიპი რა არის, არ ვიცი,“- 67 წლის ბათუმელი ქალი რვა წელია ზღვის ცივ წყალში კაჟდება

67 წლის თამარ ბერიძე ზამთარში ზღვის ცივ წყალში აქტიურად კაჟდება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თავისი გამოცდილება მან საზოგადოებას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გაუზიარა:

„მერვე წელია დავდივარ ზღვაზე და ვბანაობ. ეს აქტივობა ჩემმა პრობლემებმა გადამაწყვეტინა. მტკიოდა ხერხემალი, გადამიწყვიტეს ოპერაციის გაკეთება. მე არ მოვინდომე გაკეთება და მირჩიეს, რომ ყოველ დილით უნდა იარო ზღვაზე და იბანაოო. ზამთარში ბათუმში ისეთი ყინვები არ არის, რომ ვერ შეძლო შესვლა წყალში. ამან პრობლემა მომიგვარა. ძალიან კმაყოფილი ვარ.“

თამარ ბერიძის თქმით, ეს ნებისმიერ ამინდში შედის ზღვაში და ბანაობს:

„ყოველ დილით წვიმაში, თოვლში, ქარში შევდივარ ზღვაში და ვბანაობ. მოვდივარ დიდი ენერგიით დამუხტული, ყველანაირი პრობლემისგან გათავისუფლებული მოვდივარ სახლში და იქ ჯან-ღონით სავსე ბევრ საქმეს ვაკეთებ. როდესაც ჩავდივარ ზღვაში 10-15 წუთი ვჩერდები. პატარ-პატარა ვარჯიშებს ვაკეთებ.“

„სანამ ზღვაზე სიარულს დავიწყებდი ხშირ-ხშირად ვცივდებოდი. რაც ბანაობა დავიწყე, მას მერე გრიპი რა არის, არ ვიცი. თუ რამე გრიპი გამიჩნდა, მაინც შევდივარ ზღვაში, ვბანაობ და მალე გამოვდივარ მდგომარეობიდან. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. ეს ცოცხლად მოვლენილი წყალობა გვაქვს ღმერთისგან - ზღვა. გადალახეთ შიშის პრობლემები. გამოდით ზღვაზე, სუფთა ჰაერზე იარეთ, იბანავეთ და ყოველგვარი პრობლემა მოგვარდება,“ - განაცხადა თამარ ბერიძემ.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად