„არის გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებიც გამოიკვეთა კვლევის პროცესში. ანევრიზმის რისკი უფრო მაღალია მდედრობით სქესში. ანევრიზმა ქალბატონებში შედარებით უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. რისკი არის ასევე ზოგიერთი დაავადება. ეს დაავადებები იწვევენ სისხლძარღვების კედლის შესუსტებას. ეს შეიძლება იყოს თირკმლის პოლიკისტოზი, აორტის კოარქტაცია, ტუბეროზული სკლეროზი და ა.შ.“
გიორგი ლომიძის თქმით, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს აქვთ ანევრიზმა:
„რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს აქვთ ანევრიზმა. პირველი რიგის ნათესავი არის ის ადამიანი, რომელთანაც ვიზიარებთ ჩვენი გენეტიკური ინფორმაციის დაახლოებით 50 %-ს. ეს გახლავთ: მშობლები, შვილები, და-ძმა. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ე.წ. სკრინინგული შემოწმება. სკრინინგული შემოწმება სხვა შემთხვევაში მოწოდებული არ არის, თუ არ გვაქვს მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები.“
„არსებობს თანდაყოლილი გარკვეული დარღვევები, რომლებიც შემაერთებელ ქსოვილთა პათოლოგიას იწვევს და მათ შორის, სისხლძარღვის კედლის სისუსტესაც. არსებობს გარკვეული წინასწარგანწყობა. მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში შეიძლება მეტი რისკი იყოს ანევრიზმის განვითარების. ასე რომ, გარკვეული ფაქტორები და რისკ-ფაქტორები არსებობს. მაღალი რისკ-ფაქტორი არის უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია. თუ ადამიანი მკურნალობს, მაშინ ეს აღარ არის რისკ-ფაქტორი,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა