,,14 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა,'' - აღნიშნული ფაქტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ დაადასტურა.
მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა:
ამჟამად კლინიკაში 40 პაციენტი იმყოფება, გუშინ ჩატარებული 25 კვლევიდან მხოლოდ ერთი დადებითი პასუხია:
„კორონავირუსი 25 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ეს გახლავთ 14 წლის ბავშვი. ის იმ ოჯახიდანაა, რომლის 2 წევრი გუშინ დადებითი პასუხით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს,“ - აღნიშნა მარეხი ბექაიამ.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
წაიკითხეთ სრულად