ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი (ამჟამად
,,არა, კოვიდისშემდგომი, ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი.
ტულუზას უნივერსიტეტში შეისწავლეს ამ ქალაქის საავადმყოფოებში მომუშავე 8758 ადამიანის პოსტ კოვიდური და კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდგომი იმუნიტეტი, კოვიდით ინფიცირებისა და რეინფიცირების მაჩვენებლებთან მიმართებაში, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე. შედეგები გამოქვეყნდა 20 სექტემბერს, Journal of Infection.
ამ კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა 79,3% ის ანტისხეულების მაჩვენებელი მინიმალურ ზღვარზე ჩამოდის.
კველევის მონაცემების საფუძველზე გამოიყო ანტისხეულების 3 ზღვარი: ანტისხეულების ზღვარი ტოლი ან ნაკლები 141 ერთ/მლ-ზე - კოვიდისგან დაცვა 12,1% ია. ანტისხეულების ზღვარი 141-სა და 1700 ერთ/მლ ს შორის - კოვიდისგან დაცვა 90%-ია, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისგან. ანტისხეულების ზღვარი 1700 ერთ/მლ ზე უფრო მაღალი - კოვიდისგან დაცვა 100%-ია, ანუ ამ ჯგუფში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა კოვიდგატანალ აცრილებში (საფრანგეთში კოვიდის გადატანის შემდგომ მხოლოდ ერთი დოზა კეთდება). ზოგს 147 000 ერთ/მლ დაუდგინდა! აცრის მეორე დოზის გაკეთების შემდგომ, აცრიდან ერთ თვეში ყველა აცრილს აღენიშნებოდა 141 ერთ/მლ მეტი, ანუ ყველას მინიმალურ ნიშნულზე მეტი. მაშინ როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ ზღვარზე ჩამოდის კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა 79,3%.
დასკვნა ცალსახაა, მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა. ყველას არ ექნება ასეთი იმუნიტეტი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყველა ვერ გადაიტანს კოვიდს ან ხანგძლივი კოვიდით გაიტანჯება. მხოლოდ აცრა, ან გადატანის შემდგომ დამატებით აცრა იცავს 90% ით, განსაკუთრებით კოვიდის მძიმე ფორმებისგან,'' - აღნიშნა რევაზ ბოჭორიშვილმა.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)