Baby Bag

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვების(12-15 წლის) ვაქცინაციაზე ისაუბრა, რომელთა აცრის დაწყებასაც ამ ეტაპზე განიხილავენ.

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12-15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა. მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პაციენტები არიან მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრებში, აქვთ დაავადებები, რომლებიც აქვეითებს მათ იმუნურ სტატუსს, ეს არის სხვადასხვა გულ-ფილტვის დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები, მანკები, ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მოითხოვს მკურნალობას, ჰორმონებით ან ქიმიოპრეპარატებით. ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, რომელთა დროს რისკი მეტია“.

პედიატრის თქმით, ვაქცინაცია არის პრევენცია, ის არ არის 100%-იანი დაცვა:

„ვაქცინაციის მეშვეობით ვიცავთ ბავშვს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში ან საერთოდ არ, ან მსუბუქი სიმპტომატიკით გამოეხატოს ინფექცია.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ზოგადად, ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს, ძირითადი და დროებითი უკუჩვენება. ადგილობრივი რეაქცია, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურული რეაქცია, რაც შესაძლებელია, როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს განუვითარდეს".

წყარო: "დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

კოვიდინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?

კოვიდინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.

​ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.

​დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 48, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

​ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 977, აჭარაში - 866, იმერეთში - 1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 518, აჭარაში - 150, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში - 82, იმერეთში - 52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 - თბილისში, 1 332 - აჭარაში, 288 - იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 290, აჭარაში - 146, ხოლო იმერეთში - 15.

​სულ 6 ოქტომბრიდან - 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-20 352 პირი.

​ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 908 პირი, აჭარაში - 8 667, იმერეთში - 6 319“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

წაიკითხეთ სრულად