Baby Bag

რას ფიქრობს ევგენი კომაროვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე? - პედიატრის რეკომენდაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით

რას ფიქრობს ევგენი კომაროვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე? - პედიატრის რეკომენდაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის რჩევებს აძლევს კოვიდგადატანილ ადამიანებსაც, რომლებიც ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ორჭოფობენ. პედიატრი იმ მითებსაც ეხმიანება, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ აქტიურად ვრცელდება.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო. არ გვინდა, ხალხო...
​პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს აცრა მაინც ესაჭიროებათ:„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არი...
,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინოვაკით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:,,საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის. პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედ...
,,საქართველოში შემოტანილი ,,ფაიზერის” ვაქცინა არის...''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ,,ფაიზერის'' ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: ,,ფაიზერის" კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე.  საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:...
„ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია,“- გიორგი ფხაკა...
​პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დელტა შტამმა დაგვაყენა. მისი თქმით, დელტა შტამის გამო კოვიდგადატანილთა ვაქცინაციის პროცესშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს:„...
როგორ მუშაობს ვაქცინა ახალი ვარიანტების წინააღმდეგ? - უახლესი კვლევის შედეგები
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი შტამების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:,,​სანამ საქართველოში მსჯელობენ, ე...
„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების...
​პედიატრმა ანა მაღრაძემ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვების(12-15 წლის) ვაქცინაციაზე ისაუბრა, რომელთა აცრის დაწყებასაც ამ ეტაპზე განიხილავენ.„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12-15 წლამდე რისკ ჯგუფის...

შეიძლება დაინტერესდეთ

5 გზა ბავშვის აზროვნების უნარის გასავითარებლად

5 გზა ბავშვის აზროვნების უნარის გასავითარებლად

ბავშვის აზროვნების უნარის განვითარებაზე ზრუნვა პირველივე წლიდანვე უნდა დაიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ პატარას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში ხელი შეუწყოთ და მისი მისწრაფებები წაახალისოთ. თქვენი შვილის აზროვნების უნარის განვითარებაზე თუ ზრუნავთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მარტივ აქტივობებს ყურადღებით გაეცანით. მათი გამოყენებით ​ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებასა და აზროვნების უნარის გაუმჯობესებაში დაეხმარებით.

1. მოამზადეთ ბავშვი ხოხვისა და სიარულისთვის

ბავშვი იატაკზე ხოხვის, ჯდომისა და სიარულისთვის მზადებას მუცელზე წოლით იწყებს. თქვენი პატარა ხალიჩაზე ყოველდღიურად დააწვინეთ მუცლით. შესაძლოა, თავდაპირველად, მას ეს არ მოეწონოს, რის გამოც​ ყველაფერი ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ბავშვი თავდაპირველად მუცელზე დაიწვინეთ, თავად კი ხალიჩაზე ზურგით დაწექით. როდესაც ბავშვი ხალიჩაზე მუცლით წოლას თავადაც შეძლებს, მას ახლოს სათამაშოები დაულაგეთ. ბავშვმა უნდა სცადოს სათამაშოების ახლოს მოზიდვა. თავდაპირველად ბავშვი ხალიჩაზე 2-5 წუთით უნდა დატოვოთ. დროთა განმავლობაში კი ეს დრო 20 წუთამდე შეგიძლიათ გაზარდოთ.

2. ბავშვს წიგნები წაუკითხეთ

კითხვა ბავშვს ახალ სიტყვებს აცნობს და ის მშობლიურ ენას უკეთ ეცნობა. როდესაც მშობელი მას წიგნს უკითხავს, ბავშვი კითხვის პროცესში აქტიურად ერთვება. კითხვისას მაქსიმალური მონდომება გამოიჩინეთ. გაახმოვანეთ ნაწარმოების პერსონაჟები და საგნები. თითოეული პერსონაჟის გახმოვანებისთვის სხვადასხვა ხმის ტემბრი და მიმიკა გამოიყენეთ. ბავშვს წიგნში გამოსახულ ფიგურებსა და საგნებზე ხელით მიუთითეთ. პატარებს ძალიან უყვართ ხმოვანი წიგნები, რომლებიც ფერადი ნახატებით ძალიან მდიდარია. მსგავსი წიგნები განსაკუთრებით მოსწონთ 6-12 თვის ასაკის პატარებს.

3. თქვენს შვილს ხშირად ესაუბრეთ

რაც უფრო მეტ სიტყვას მოისმენს ბავშვი ადრეული ასაკიდან, მით მეტად გაუადვილდება მას საუბრის დაწყება და აზრის გამართულად გადმოცემა. ​თქვენი მოსმენა ბავშვს საუბრის რიტმის შესწავლაშიც ეხმარება, ის სწავლობს როგორ დასვას კითხვები, როგორ ჩამოაყალიბოს წინადადება. მართალია, თანამედროვე ბავშვებს თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ, თუმცა ეს დანაკლისი თქვენ უნდა შეავსოთ. შეგიძლიათ ბავშვთან ერთად ენობრივი თამაშები ითამაშოთ.

4. იყავით თქვენი შვილის გულშემატკივარი

ხელი ჩასჭიდეთ თქვენს შვილს, გაუღიმეთ, გაამხნევეთ, როდესაც სიახლესთან ზიარებას ცდილობს. ეს ბავშვს მეტ სითამამეს შესძენს, ის სწავლისა და ახალი აღმოჩენებისადმი მეტად გახსნილი გახდება. მშობელთან მიჯაჭვულობა ბავშვს მეტ გამბედაობას სძენს, რათა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა სცადოს.

5. თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეთ

თამაში ბავშვს გარემოს შესწავლაში ეხმარება. ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენას იწყებს.​ თქვენი შვილი წაახალისეთ, რომ მან წარმოსახვითი თამაშები შეიყვაროს. ბავშვს სათამაშო ჭიქა მიაწოდეთ და დააკვირდით, დაიწყებს თუ არა ჭიქიდან წყლის დალევას. ახალი აღმოჩენები და მნიშვნელოვანი უნარების ათვისება ბავშვის ტვინს განვითარებაში ძალიან ეხმარება.

მომზადებულია​ parents.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად