Baby Bag

„ვინც არიან აცრილები ამ გოგლი-მოგლი ვაქცინებით, ეს ადამიანები უნდა დავიცვათ,“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ

„ვინც არიან აცრილები ამ გოგლი-მოგლი ვაქცინებით, ეს ადამიანები უნდა დავიცვათ,“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვაქცინაციის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ფაიზერით ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს:

„უნდა გადავიდეთ ფაიზერზე. ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. იმ ადამიანებს, ვინც არის აცრილი ნებისმიერი ვაქცინით, ყველას შევთავაზოთ მესამე დოზა. ფაიზერი არის უსაფრთხო, ​რაც უნდა ილაპარაკონ, ის უსაფრთხოა. ჩვენ ამით გავაკეთებთ მაღალ დაფარვას. ის ადამიანები, ვინც არიან აცრილები ამ გოგლი-მოგლი ვაქცინებით, უნდა დავიცვათ.“

გიორგი ფხაკაძის თქმით, ნოემბერში ეპიდაფეთქება იქნება და ის ჩინური ვაქცინებით აცრილ ხალხს შეეხება:

„ჩვენ ვიცით, რომ​ ნოემბერში იქნება აფეთქება ზუსტად ჩინური ვაქცინებით აცრილი ხალხის. ის ადამიანები, ვინც არიან ვაქცინირებულები სინოფარმი/სინოვაკით, მათ გასდით ვადა. ისინი პრაქტიკულად აღარ არიან ვაქცინირებულები, არ არიან დაცულები. ამ ადამიანებში იქნება აფეთქება.“

„ეს ადამიანები დადიან, ამბობენ: „მე აცრილი ვარ, კაცო, ვქეიფობ!“ ჟურნალისტებიც რომ მოდიოდნენ და ვკითხე რით იყვნენ აცრილი, სინოვაკითო მიპასუხეს. არ ხარ აცრილი, თავი დამანებე-მეთქი, ვუთხარი. ხალხს ჰგონია, რომ აცრილია, მაგრამ არ არის აცრილი. ამ ვაქცინებს ორ თვეში გასდის ვადა. ფაიზერი კარგავს 2,5 %-ს თვეში. ​ვისაც აქვს ავადმყოფობები, იმათთან უფრო მალე გასდის ეფექტიანობა. ქვეყანაში უნდა დაიწყოს მესამე დოზით მასობრივი ვაქცინაცია,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო. არ გვინდა, ხალხო...
​პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს აცრა მაინც ესაჭიროებათ:„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არი...
,,საქართველოში შემოტანილი ,,ფაიზერის” ვაქცინა არის...''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ,,ფაიზერის'' ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: ,,ფაიზერის" კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე.  საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:...
„ის, რომ გაიკეთოთ ფაიზერის ორი დოზა და ყველაფერი კარგად იქნება, ეს ტყუილია,“- გიორგი ფხაკა...
​პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც დელტა შტამმა დაგვაყენა. მისი თქმით, დელტა შტამის გამო კოვიდგადატანილთა ვაქცინაციის პროცესშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს:„...
,,ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი ახალი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დელტა ვარიანტის წინააღმდეგ უმთავრეს იარაღს ასახელებს:,,​ოქსვორდის აკადემიურ ჟურნალში საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა პირბადეებთან დაკავშირებით. სამედიცინო პირბადის გამ...

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა დავუშალოთ თუ არა ბავშვს სათამაშო იარაღით თამაში? - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი

უნდა დავუშალოთ თუ არა ბავშვს სათამაშო იარაღით თამაში? - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტმა სალომე საბიაშვილმა ბავშვებში სათამაშო იარაღით თამაშის სიყვარულის შესახებ ისაუბრა და ის შემთხვევები დაასახელა, როდესაც მშობელი მსგავს თამაშს ყურადღებით უნდა მოეკიდოს:

„თუ რაღაც აკვიატებულ ხასიათს ატარებს, უნდა დააკვირდეთ. ომობანას თამაში არის თამაშის ერთ-ერთი ტიპი. მშობელი აკვირდება, რამდენად აგრესიულია ეს თამაში. ესეც განვითარების ეტაპია და გოგოებიც თამაშობენ და ბიჭები განსაკუთრებულად. თუ ეს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ეხმიანება, ამ შემთხვევაში აქ საშიში არაფერი არ არის.“

„თუ ეს გადადის აგრესიაში, ფიზიკურ აგრესიაზე გადადიან ბავშვები, აქ სახეზე გვაქვს გადამეტებული აგრესია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოხატოს ბავშვმა და იმიტომ გამოხატავს. როდესაც ბავშვი სათამაშოს აზიანებს, აქაც აგრესია დაუგროვდა მას დღის განმავლობაში. ეს ემოცია არსად არ ქრება, ვეღარ იტევს, ფიქრობს რა გააფუჭოს. რაც შეეხება სათამაშოების აწყობას და დაშლას, ეს განვითარების ეტაპია და მოტორულ ფუნქციებს, კოგნიტურ უნარებს ავითარებს. ძალიან კარგია, თუ ბავშვი იჩენს ინტერესს, რომ დაშალოს სათამაშო,“- აღნიშნულ საკითხზე სალომე საბიაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად