როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
,,საკმაოდ კარგი ამბავია - დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ხელმისაწვდომია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კარგი ამბის შესახებ წერს. მისი თქმით, კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ კოვიდ-19 გადატანილებში თრომბი არის უფრო ხშირად დაფიქსირებულ ვიდრე ფაიზერით და ასტრაზენეკით ვაქცინირებულებში:
,,საკმაოდ კარგი ამბავია. კიდევ ერთი კვლევა გვაჩვენებს, რომ კოვიდ-19 გადატანილებში თრომბი არის უფრო ხშირად დაფიქსირებულ ვიდრე ფაიზერით და ასტრაზენეკით ვაქცინირებულებში.
დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ხელმისაწვდომია.
Covid-19 patients face a much higher risk of developing blood clots than those vaccinated with AstraZeneca or Pfizer’s shots, according to a large U.K. study.