გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
,,საქართველოში ბევრი ადამიანის პრობლემაა ჭარბი წონა, რაც გამოხატულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში"
,,საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა არის ჭარბი წონა - ის გამოხატულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში - დაწყებული ახალგაზრდებით, დამთავრებული მოხუცებით", - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემისაუბრა.
,,ჭარბი წონის პრობლემა შემაწუხებელია, რადგან ის, თავის მხრივ, ქმნის გულსისხლძარღვთა, თავის ტვინის დაავადებების რისკს. რატომ ვითარდება ჭარბი წონა - ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ იცით, რომ ჭარბი წონის უმთავრესი ხელშემწყობი ჰორმონი ჩვენს ორგანიზმში არის ინსულინი? საკმარისია, დღის განმავლობაში ინსულინის მაჩვენებელმა რამდენჯერმე მიაღწიოს პიკურ მაჩნენებელს, რომ თქვენ წონაში მოიმატებთ და დამარაგებულ ცხიმს ვეღარაფერს უზამთ. არის ერთადერთი საკვები, რომელიც სხეულში ინსულინის რაოდენობას არ ზრდის და ხელს არ შეუწყობს წონაში მომატებას - ეს არის ბოჭკო. ბოჭკოში მოიაზრება ცელულოზა და ნებისმიერი ის ნახშირწყალი, რომლის მონელებაც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია. ეს ბოჭკოები შეიძლება, იყოს შემდეგ საკვებში: პომიდორი, კიტრი, სტაფილო, ბროკოლი, ავოკადო, ვაშლი - ნებისნმიერი მწვანე ან სხვა ფერის მცენარეული საკვები პროდუქტი, რაც არის სალათებში. ინსულინი არის ჰორმონი, რომლის მიზანიც არის, რომ ადამიანმა წონაში მოიმატოს.
თუ ადამიანი არ ჭამს ცხიმიან საკვებს და ის მაინც იმატებს წონაში, რა არის ამის მექანიზმი - ისევ ინსულინი. ის ჩვენს ორგანიზმში ააქტიურებს ფერმენტს, რომელიც ნახშირწყლებს გადააქცევს ცხიმებად. საკმარისია, დღის მანძილზე მიირთვა ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს სახამებელსა და მარტივ ნახშირწყლებს, უკვე ინსულინის რაოდენობა გაქვს მაღალი. შეიძლება, მთელი დღე იყო დიეტაზე, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან ინსულინის რაოდენობა უკვე გაქვს მაღალი. ჭარბი ინსულინი ზრდის სხეულში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც აზიანებს ინსულინის რეცეპტორებს და ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
ჩვენს სხეულს აქვს ერთი მინუსი - დღის მანძილზე რომ მიირთმევ ტკბილს პროდუქტებს, რომლებიც გიზრდიან ინსულინს, წონაში იმატებ, მაგრამ ვეღარ იკლებ, რადგან ინსულინი უშლის ხელს, რომ წონაში დაიკლო. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია, რომ ცხიმოვანი მჟავები კვლავ გარდაქმნას ნახშირწყლებად. ამიტომაც არის, რომ წონაში იმატებ, მაგრამ ვეღარ იკლებ. ეს რომ არ მოხდეს, შეეცადეთ, არ მიიღოთ ისეთი ნახშირწყლები, რომლებიც არიან სახამებლით მდიდარი, მიიღეთ ისეთები, რომლებიც მდიდარია ცელულოზით. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან ბევრ სარგებელს იპოვით", - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.