Baby Bag

ახალი პოსტკოვიდური სიმპტომი, რომელიც ბევრ გამოჯანმრთელებულს აწუხებს - ფონიატრი ირინა ქაცარავა

ახალი პოსტკოვიდური სიმპტომი, რომელიც ბევრ გამოჯანმრთელებულს აწუხებს - ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ კოვიდ-19-ის ხმოვან იოგებზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ხნის გამოცდილება, მე ჩემი და ჩემი კოლეგების სტატისტიკა შემიძლია გაგიზიაროთ. ორი წლის განმავლობაში მე ვაკვირდები ასეთ პაციენტებს. თვეში დაახლოებით 20-30 პაციენტი მყავს პოსტკოვიდური მდგომარეობით. ​დისფონიით იმდენად არ მომმართავენ, რამდენადაც ხველით, სიმშრალის პრობლემით, იღვიძებენ ჩვეულებრივი ხმით და დღის განმავლობაში ხმა ეღლებათ.“

ირინა ქაცარავას თქმით, კოვიდი კუნთების სისუსტეს, ხორხისა და ხმოვანი იოგების შეშუპებას იწვევს:

„მე ჩემი დაკვირვება ვაწარმოე. ეს პაციენტები აღვრიცხე. კოვიდი იწვევს კუნთების სისუსტეს, ასევე ხორხისა და ხმოვანი იოგების შეშუპებას.“

„პრევენციისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი სუნთქვა. მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშები. როდესაც ვიღვიძებთ დილას, ჯერ კარგად უნდა გამოვფხილზდეთ. მანამდე ხმა არ უნდა დავტვირთოთ. ​შემდეგ უნდა დავიწყოთ სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები. ცხვირით ჩასუნთქვა, მუცლის გამობერვა არის კარგი. ამ დროს ფილტვებში შედის იმ რაოდენობით ჰაერი, რომელიც სჭირდება ხმოვან იოგებს, რომ მან მოახდინოს ვიბრაცია და სწორად მოხდეს ხმის წარმოქმნა,“ - აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

საუკეთესო სუნთქვითი ვარჯიშები კოვიდ-19-თან ბრძოლისა და რეაბილიტაციისთვის - რეაბილიტოლოგი ვ...
​მეცნიერებათა დოქტორმა, რეაბილიტოლოგმა ვალერი მელაძემ კოვიდ-19-ის პრევენციის, მასთან ეფექტიანად ბრძოლისა და პოსტკოვიდურ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის საჭირო ვარჯიშებზე ისაუბრა. მისი თქმით, სუნთქვითი ვარჯიშ...

შეიძლება დაინტერესდეთ

12 გზა სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

12 გზა სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სიმსივნის რისკის შესამცირებელ 12 საშუალებას ასახელებს.

სიმსივნის რისკის შესამცირებელი 12 გზა:

  • არ მოწიოთ თამბაქო
  • მოერიდეთ პასიურ მწეველობას
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • გქონდეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • იკვებეთ სწორად
  • შეზღუდეთ ალკოჰოლოს მოხმარება
  • მოერიდეთ მზის სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას
  • დაიცავით შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები
  • მიიღეთ ზომები რადიაციის მაღალი დონის შესამცირებლად
  • შეძლებისდაგვარად კვებეთ ბავშვი დედის რძით
  • იზრუნეთ ბავშვების ვაქცინაციაზე
  • ყოველ ექვს თვეში გაიარეთ სამედიცინო შემოწმება

​წყარო

წაიკითხეთ სრულად