Baby Bag

რატომ უნდა მივიღოთ ტორტის მირთმევამდე ბოსტნეულის სალათი? - დიეტოლოგ ლიკა თეთრაძის რჩევები

რატომ უნდა მივიღოთ ტორტის მირთმევამდე ბოსტნეულის სალათი? - დიეტოლოგ ლიკა თეთრაძის რჩევები

ენდოკრინოლოგმა, დიეტოლოგმა ლიკა თეთრაძემ ზამთარში ტკბილეულის ჭარბად მიღებისგან თავშეკავებისკენ მოგვიწოდა და გვირჩია, რომ სამსახურში უჭმელები არ წავიდეთ:

„სამსახურში არასდროს არ უნდა მიხვიდეთ მშიერი. დანაყრებული ადამიანი სამსახურში ნაკლებად მოიხმარს სასუსნავს. ვთქვათ, დაბადების დღეა, წვეულებაა, სადაც იცით, რომ აპრიორი მიირთმევთ ტორტის ერთ ნაჭერს, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კუჭში საძირკველი.“

ლიკა თეთრაძის თქმით, ტორტის მიღებამდე კარგი საძირკველის შესაქმნელად ბოსტნეულის სალათი უნდა მივიღოთ:

„კარგი საძირკევლი არის ​ბოსტნეულის სალათი, რომელსაც მიირთმევთ, რომელიც არის უჯრედისით მდიდარი. შესაბამისად კუჭი მეტ-ნაკლებად დანაყრებულია. იმ რაოდენობით ტკბილს არ მიიღებთ, გლიკემიური ინდექსი ქვეითდება. ამ შემთხვევაში ბოსტნეული, როგორც გამანეიტრალებელი ისე მოქმედებს.“

„ავარჩიოთ ის ნუგბარები, რომლებიც ჩვენთვის ტრადიციულია. ერთ დღეს თუ მივირთმევთ ჩურჩხელას, მეორე დღეს მივირთვათ გოზინაყი, ტორტის ნაცვლად მივირთვათ კენკროვანი, გაყინული კენკრით დამზადებული გემრიელი ტარტი. ეს არის შეღავათი, რადგან ნაკლებად ტკბილია. ჩვეულებრივი ტორტი მხოლოდ ფუჭი კალორიებია. ხილი ნამდვილად ცალკე კვების სახით სჯობს. ტორტს რაც უფრო ნაკლებს ავითვისებთ უკეთესია, ამიტომ დავაყოლოთ სხვა საკვებს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლიკა თეთრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

რატომ გახდა XXI საუკუნის ბავშვისთვის ტკბილეულის მიღება განსაკუთრებით სახიფათო? - პედიატრი...
​პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვებში ტკბილეულის მოხმარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვს ტკბილის მიღებას კატეგორიულად ვერ ავუკრძალავთ:„​ტკბილეულის კატეგორიული აკრძალვა შეუძ...