„რა შემთხვევაში შეიძლება სპეციალისტს გაუჩნდეს აზრი, რომ ტონზილები მოსაშორებელია? ამ დროს საჭირო არის კომპლექსური მიდგონა. პირველ რიგში უნდა ჩაერთოს ზოგადი პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი. გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა კარდიოლოგიც. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ზიანი სტრეპტოკოკმა შეიძლება გულსაც მიაყენოს.“
დავით ჩახუნაშვილის თქმით, მშობელი უნდა დააკვირდეს, რამდენჯერ აწუხებს ბავშვს წელიწადში ტონზილო-ფარინგიტი და როგორია დაავადების მიმდინარეობა:
„მშობელი უნდა დააკვირდეს, წელიწადში რამდენჯერ აქვს ბავშვს ტონზილო-ფარინგიტის შემთხვევა, როგორი მიმდინარეობა აქვს მას. ყოველი ტონზილო-ფარინგიტის დროს ხომ არ უწევს მედიკამენტების გამოყენება და დაავადება ხომ არ მიმდინარეობს ტოქსიურად, მაღალი სიცხით. როგორც წესი, წელიწადში 4-5-6 შემთხვევა უკვე საყურადღებოა. ასეთ ადამიანს პედიატრი გადაამისამართებს ოტორინოლარინგოლოგთან და დაახლოებით 3-4 წლის ასაკში, თუ რაიმე უკუჩვენება არ არის, შესაძლებელია ტონზილექტომიის ჩატარება.“
„თუ ტონზილო-ფარინგიტის ტოქსიკური მიმდინარეობაა, ეს ზოგად მდგომარეობაზეც იმოქმედებს. შეიძლება იყოს სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძილის დარღვევები და ა.შ. ტონზილიტის მიმდინარეობისას 8-9 დღე ანტიბიოტიკის მიღებას თუ არ დავიწყებთ, დიდი ალბათობაა, რომ დაზიანდეს გული. არის შემთხვევები, როდესაც ტონზილიტიდან რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, ზიანდება თირკმელი. ვერ ვიტყვით, რომ ტონზილიტი მარტივი სამართავია,“- აღნიშნულ საკითხზე დავით ჩახუნაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო „იმედი“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)