Baby Bag

კიდურებში დაბუჟების შეგრძნება მართლა თრომბოზის ბრალია თუ სხვა რამე შეიძლება იყოს?

კიდურებში დაბუჟების შეგრძნება მართლა თრომბოზის ბრალია თუ სხვა რამე შეიძლება იყოს?

თუ ხელები გიბუჟდება ან კოვიდი გაქვს, აი, რა უნდა იცოდე - აღნიშნული სათაურით ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

წყარო: ​Usmle 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობელი 3-4 თვის ბავშვს ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს, რის გამოც ვითარდება გარკვეული პრობლემები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მშობელი 3-4 თვის ბავშვს ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს, რის გამოც ვითარდება გარკვეული პრობლემები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში გაჯეტდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ მშობლები შვილებს ჩვილობის ასაკიდან აჩვევენ ეკრანთან ურთიერთობას:

„რაც შეეხება ეკრანდამოკიდებულებას, ეს მართლაც პრობლემაა. ჩემთან ბავშვი მოჰყავთ ორი თვის ასაკში და ის სამწუხაროდ, გაჯეტდამოკიდებულია. ტელეფონით სხვადასხვა მულტფილმს აყურებინებს მშობელი სამი თვის ასაკში, ოთხი თვის ასაკში. უფრო მეტად ხმოვანი გამღიზიანებლების შედეგად ვითარდება გარკვეული პრობლემები. მხედველობის ზედმეტი სტიმულაციის შედეგად, ვითარდება ძილის ჰორმონის, მელატონინის სინთეზის დაქვეითება. ბავშვი არის აღგზნებული, როგორც წესი, არ იძინებს. შემდეგ მოგვმართავენ როგორც ნევროლოგიური აღგზნებადობის ჩივილებით, ასევე სხვადასხვა პრობლემით.“

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ 4-5 თვის ასაკიდან მშობელმა სამწინადადებიანი, ხუთწინადადებიანი სამეტყველო პატარა მოთხრობა ან ზღაპარი წაუკითხოს ბავშვს და ეს აუცილებელია,“- აღნიშნულ საკითხზე პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად