„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ სამი ძირითადი საკვები ნივთიერების ნაკლებობა გამოიკვეთა ბავშვებსა და მოზარდებში, რაც განგაშის საფუძვლად მიიჩნიეს საერთაშორისო ექსპერტებმა. ეს არის ბავშვებში ცილის, კალციუმისა და რკინის ნაკლებობა.“
მარი მალაზონიას თქმით, მნიშვნელოვანია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეხამება:
„თუ ჩვენ ერთმანეთს შევუხამებთ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ეს არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ჩვენ რეგულარულად ვერ ვაძლევთ ბავშვს ხორცს, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს რძის ნაწარმი და კვერცხი. პატარებს თუ არ აქვთ სათანადო შეფასება ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავტომატურად მარხვაზე ნუ გადავიყვანთ. ოჯახი რომ არის ვეგანურ ან ვეგეტარიანულ კვების მოდელზე, ნუ გადავიყვანთ ბავშვსაც ამ მოდელზე ავტომატურად.“
„დღევანდელი კვლევებით დასტურდება, რომ რძის ნაწარმის მეშვეობით კალციუმის და ცილის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მაშინაც კი, როდესაც ხორცს ვზღუდავთ, ბოსტნეულის ფუძესთან ერთად ბავშვი კვერცხსა და რძის ნაწარმს აუცილებლად უნდა იღებდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)