ბროკოლი კომბოსტოს ერთერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა, რომელიც მაღალი ანტიკანცეროგენული და ანრიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა (მასში შემავალი ცალკეული ნივთიერებები ბლოკავენ ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლებიან). ამავდროულად, იგი ვიტამინების მდიდარ წყაროს წარმოადგენს.
როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?
როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.
მწვანე ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.