საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.
რეგიონების მიხედვით კი ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონშია.
სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:
აჭარა - 85%
გურია-73%
თბილისი - 30%
იმერეთი - 61%
კახეთი - 25%
მცხეთა-მთიანეთი - 20%
სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71%
სამცხე-ჯავახეთი - 32%
ქვემო ქართლი - 18%
შიდა ქართლი - 21%
სულ: 41%
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს:
აჭარა - 50%
გურია - 44%
თბილისი - 7%
იმერეთი - 23%
კახეთი - 4%
მცხეთა-მთიანეთი - 6%
სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%
სამცხე-ჯავახეთი - 12%
ქვემო ქართლი - 6%
შიდა ქართლი - 4 %
სულ: 16 %.
წაიკითხეთ სრულად