Baby Bag

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტროს ინსტრუქცია სკოლებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქების - თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

წაიკითხეთ სრულად