Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული“ - თამარ გაბუნია ბაღებისა და სკოლების დახურვაზე

„მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული“ - თამარ გაბუნია ბაღებისა და სკოლების დახურვაზე

„ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე:

​„ბაღებისა და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად