Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს მიმართავს

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს მიმართავს

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს მიმართავს:

,,ელექტრონულ ჟურნალში შესვლისთვის გამოიყენეთ მისი ოფიციალური ვებ გვერდი : https://onlineschool.emis.ge/

გაითვალისწინეთ, რომ ბრაუზერი არ უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე.

მაგალითად, Google Chrome-ს ბრაუზერი როდესაც გაქვთ ქართულ ენაზე გადაყვანილი (არ აქვს მნივშენლობა teams-ის თარგმნისთვის შეცვალეთ თუ სხვა დანიშნულებით) და შედიხართ ელექტრონულ ჟურნალში, ამის გამო იქმნება გარკვეული ხარვეზები.

მაგალითად მუდამ ერთ თარიღს აჩვენებს, აქვს სიტყვები ცვლილება- კლასი წერია ,,კლასიკური", არ ინახავს შეყვანილ მონაცემებს და ა.შ. ეს გამოწვეულია ზემოთ ხსენებული ნათარგმნი ბრაუზერით და არა ჟურნალის ხარვეზით.

ამიტომ, წაშალეთ და ახლიდან ჩამოტვირთოთ ასეთი ბრაუზერი, არ თარგმნოთ ის ქართულზე და ისე ისარგებლეთ.

ხოლო, რაც შეეხება microsoft teams-ს თუ გნებავთ რომ ქართულ ინტერფეისზე იყოს, ამისათვის შეგიძლიათ ენა შეცვალოთ მოცემული ვიდეოს მიხედვით. ენის შეცვლა შეგიძლიათ თიმსის ჩამოტვირთულ აპლიკაციაშიც. https://youtu.be/47_Ul3GYCCc,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 
წაიკითხეთ სრულად