Baby Bag

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ​ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.

მანდატურის სამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

15 სექტემბრიდან „ტელესკოლა“ იწყება - იხილეთ გაკვეთილების ცხრილი

15 სექტემბრიდან „ტელესკოლა“ იწყება - იხილეთ გაკვეთილების ცხრილი

ტელესკოლაში 15 სექტემბრიდან სწავლა იწყება. 

იხილეთ „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი:

ორშაბათი

I კლასი

09:00 მათემატიკა

09:15 ქართული

II კლასი

09:30 მათემატიკა

09:45 ქართული

V კლასი

10:00 ჩვენი საქართველო

10:20 მათემატიკა

10:40 სახვითი ხელოვნება

VII კლასი

11:00 ქართული

11:20 მათემატიკა

11:40 ფიზიკის დრო

IX კლასი

12:00 ფიზიკის დრო

12:20 ქართული

12:40 ქიმია

XI კლასი

13:00 გეოგრაფია

13:20 ქართული

13:40 ქიმია

ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის

14:00 ქართული I დონე

14:20 ქართული II დონე

14:40 ქართული III დონე

სამშაბათი

IV კლასი

09:00 ქართული

09:20 მათემატიკა

09:40 ბუნება

VI კლასი

10:00 ჩვენი საქართველო

10:20 ბუნება

10:40 მათემატიკა

VIII კლასი

11:00 ქართული

11:20 ისტორია

11:40 ქიმია

X კლასი

12:00 ქართული

12:20 ბიოლოგია

12:40 გეოგრაფია

აბიტურიენტის დრო

13:00 ქართული

13:20 მათემატიკა

13:40 ისტორია

აზერბაიჯანულენოვანი სკოლები

14:00 აზერბაიჯანული ენა – I-IV კლასი

14:15 მათემატიკა – I-IV კლასი

სომხურენოვანი სკოლები

14:30 სომხური ენა – I-IV კლასი

14:45 მათემატიკა – I-IV კლასი

ოთხშაბათი

I-II კლასი

09:00 სახვითი ხელოვნება

09:20 ბუნება

09:40 მუსიკა

V კლასი

10:00 ქართული

10:20 ბუნება

10:40 მუსიკა

VII კლასი

11:00 ისტორია

11:20 გეოგრაფია

11:40 ბიოლოგია

IX კლასი

12:00 ისტორია

12:20 გეოგრაფია

12:40 მათემატიკა

XI კლასი

13:00 ისტორია

13:20 მათემატიკა

13:40 ბიოლოგია

აზერბაიჯანულენოვანი სკოლები

14:00 აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა – V-VI კლასი

14:15 მათემატიკა – V-VIII კლასი

სომხურენოვანი სკოლები

14:30 სომხური ენა და ლიტერატურა – V-VI კლასი

14:45 მათემატიკა – V-VIII კლასი

ხუთშაბათი

III კლასი

09:00 ქართული

09:20 მათემატიკა

09:40 ბუნება

VI კლასი

10:00 ქართული

10:20 სახვითი ხელოვნება

10:40 მუსიკა

VIII კლასი

11:00 მათემატიკა

11:20 გეოგრაფია

11:40 ბიოლოგია

X კლასი

12:00 ისტორია

12:20 მათემატიკა

12:40 ქიმია

აბიტურიენტის დრო

13:00 ქართული

13:20 მათემატიკა

13:40 ისტორია

აზერბაიჯანულენოვანი სკოლები

14:00 აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა – VII-IX კლასი

14:15 მათემატიკა – IX-XII კლასი

სომხურენოვანი სკოლები

14:30 სომხური ენა და ლიტერატურა – VII-IX კლასი

14:45 მათემატიკა – IX-XII კლასი

პარასკევი

III- IV კლასი

09:00 მე და საზოგადოება

09:20 სახვითი ხელოვნება

09:40 მუსიკა

ფიზიკის დრო

10:00 ფიზიკის დრო

10:20 ფიზიკის დრო

10:40 ფიზიკის დრო

VII-VIII კლასი

11:00 სახვითი ხელოვნება

11:15 სახვითი ხელოვნება

11:30 სამოქალაქო – VII-VIII

11:45 სამოქალაქო – IX-X

IX კლასი

12:00 ბიოლოგია

12:20 სახვითი ხელოვნება

12:40 მუსიკა

აზერბაიჯანულენოვანი სკოლები

14:00 აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა – VII-IX კლასი

14:15 მათემატიკა – IX-XII კლასი

სომხურენოვანი სკოლები

14:30 სომხური ენა და ლიტერატურა – VII-IX კლასი

14:45 მათემატიკა – IX-XII კლასი

წაიკითხეთ სრულად