საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
განათლების სისტემა ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული
მასწავლებლებლების პრესტიჟისა და მათთვის ხელფასების ზრდის თემაზე გადაცემაში ,,SWOT ანალიზი" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საუბრობს.
მისი თქმით, განათლების სისტემა ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული. 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ინვესტირებული იქნება განათლებაში:
,,მასწავლებლის, უნივერსიტეტის პროფესორის, მკვლევარი მეცნიერის პრესტიჟი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და ეს არის განათლების სისტემის ყველაზე დიდი დარტყმა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ზოგადად, პედაგოგის როგორც სკოლის მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მკვლევარი მეცნიერის პრესტიჟის ამაღლება. ხელფასი კი ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არა ერთადერთი კომპონენტი.
სწორედ ხელფასების ზრდაზე იქნება მიმართული ჩვენი სისტემა. როგორც იცით, სკოლის მასწვლებლებისა და ადმინისტრაციის ხელფასების საგრძნობი მატება უკვე დაიწყო. შემდეგი ეტაპი იქნება უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკლევარი მეცნიერების ხელფასების ზრდა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, 2022 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ინვესტირებული იქნება განათლებაში, რაც დღევანდელი მონაცემებით ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. შესაბამისად, ამის ინვესტიცია რომ მოხდება, ცხადია მოხმარდება სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის ინფრასტრუქტურას და ასევე ხელფასების ზრდას.
ხელფასების მატება უკვე დაწყებულია და 2022 წლამდე აუცილებლად გაგრძელდება. მართალია, ხელფასი პრესტიჟის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა არა ერთადერთი. საზოგადოებამ მეტად უნდა დააფასოს ინტელექტუალური შრომა. მასწავლებლის, პროფესორის, მკლვლევარი მეცნიერის ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში და საზოგადოების მხრიდან ამ პრესტიჟის დაფიქსირება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ, რაც წაადგება განათლების სისტემას, რადგან ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებზეც იქნება დაფუძნებული განათლების სისტემა,'' - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.