საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
,,შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია''
,,გრიპის ვაქცინის პირველი პარტიის ათვისების ტემპი დაბალია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
,,ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი და რინოვირუსი, თუმცა, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ან სხვა კორონავირუსი არ ჩანს. უკვე შემოსულია 25 ათასი ვაქცინა, რომელიც დანაწილებულია პოლიკლინიკებში. პირველ რიგში იცრებიან რისკ-ჯგუფები, რომლის ჩამონათვალიც დიდია. მითითება მიეცათ, რომ უნდა აცრილიყვნენ, მაგრამ კვირაზე მეტია ვაქცინა არის და ათვისება დღევანდელი დილით არის მხოლოდ სამიდან სამნახევარ ათასამდე, მეტი არა.
წელს ვაქცინის დოზა გავასამმაგეთ. ჩვენ რომ გრიპის ვაქცინის ის მაჩვენებელი გვქონდეს, რაც აქვს საფრანგეთს და აშშ-ს, უნდა ვცრიდეთ დაახლოებით, მოსახლეობის 60%-ს. მილიონნახევარი ვაქცინა რომ იყოს დღეს ქვეყანაში, იქედან 70%-ს ვერ გამოვიყენებთ იმიტომ, რომ აცრის კულტურა არ არის ქვეყანაში. წელს 300 ათასი დოზა იქნება, მაგრამ ვნახოთ, რამდენი აიცრება. მესმის, რომ კოვიდის პირობებში მეტი აიცრება და ამიტომ გვაქვს მოლაპარაკებები, თუ დაგვჭირდა, ნოემბერში კიდევ დამატებითი დოზები შემოვიტანოთ. გრიპის ვაქცინა სავალდებულო არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო. თუ ამის საშუალება არის, გრიპის ვაქცინაციის რეკომენდაციას ყველას ვუწევთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გახლავთ ისეთი ეფექტური, როგორიც არის წითელას, პოლიომიელიტის, ტეტანუსის ვაქცინაცია. შეიძლება გრიპზე აიცრათ, მაგრამ მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი 60-75%-ის ფარგლებშია,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.