Baby Bag

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

„2020-2021 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილმე ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„მოგე​ხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდით გამოცხადდა დასვენების დღეები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს. იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება. იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ​დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს, როგორ უნდა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებიც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ დააორგანიზონ საგაკვეთილო პროცესი, გამოიყენონ რამდენიმე საათი დამატებით, შაბათი დღე. ყველა ეს რეკომენდაცია არის დეტალურად გაწერილი, ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასკოლო სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წყარო: გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცა​ძესთან ერთად“

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების ს​ანდო წყარო“.

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება?
​წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილსაა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები სააღდგომოდ წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომასა და მიცვალებულთა მ...
ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან
ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტ...

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1-ლ ოქტომბრამდე მსხვილ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან მუშაობა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად