Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძალიან მაგარი ამბავი იმათთვის, ვინც აცრილია''

,,ძალიან მაგარი ამბავი იმათთვის, ვინც აცრილია''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის გადატანის შემდეგ გრძელი კოვიდის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს:

მისი თქმით, 100%-იანი დაცვა არც ერთ ვაქცინას არა აქვს, შანსი რომ ვაქცინირებულ ადამიანს კორონავირუსი დაემართება, არსებობს:

,,თუმცა მინდა გითხართ, რომ თუ ხართ ვაქცინირებული და კორონავირუსი დაგემართათ, გრძელი კოვიდის შანსი შემცირებულია. მაგალითად, მე, გიორგი ფხაკაძეს (​აცრილია 2-ჯერ ფაიზერით) თუ დამემართება კოვიდი, შანსი იმის, რომ გრძელი კოვიდი მქონდეს, არის 5%, რაც ძალიან მაგარი ამბავია,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

ნახეთ ვიდეო

წაიკითხეთ სრულად