რა შემთხვევაში აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში? - აღნიშნულ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.
სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ვიდეო
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მშობლის თქმით, მასწავლებელმა მის მესამეკლასელ შვილს თმა ააგლიჯა
რვა წლის, მესამეკლასელმა ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა თავიდან, - აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მე-3 სკოლის მოსწავლის მშობელი facebook-ზე წერს.
როგორც მოსწავლის დედა აღნიშნავს, შვილმა ნივთმტკიცების სახით თმის ნაგლეჯი შეინახა და ოჯახს აჩვენა.
„წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან, რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას,“ - წერს მშობელი.
მისივე თქმით, რეაგირებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს.
როგორც „ქუთაისი პოსტთან“ საუბრისას მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, ამ ფაქტს მშობლებსა და კლასის დამრიგებელთან ერთად იკვლევენ.
„თუკი დადასტურდა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. მოვიწვიე კლასის დამრიგებელი და მშობლები თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ“, - ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.