რა შემთხვევაში აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში? - აღნიშნულ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.
სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ვიდეო
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მე-4, მე-6 კლასებში შეფასებები პილოტირების რეჟიმში, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება. მე-10 კლასში კი პილოტირება 2021 წლისთვის იგეგმება. აღნიშნულის შესახებ 1TV-ის გადაცემაშიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმასოფო გორგოძემ ისაუბრა.
როგორც სოფო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება:
„ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყოს, ანუ მოსწავლეს არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. თუმცა ტესტები მხოლოდ ე.წ შემოსახაზი სახით არ იქნება, არამედ ღია ბოლოიანი დავალებებიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ეს უნარები გააჩნდეთ.
შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის, რომ შემდეგ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ ანგარიში, თუ სად გაუჭირდათ და რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით. ამ შეფასებებით ასევე სახელმწიფოს უნდა მივცეთ მონაცემები, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლისა და ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით მივაწვდით სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს სწავლის გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ნაეკის დირექტორმა.
სოფო გორგოძე ასევე განმარტავს, თუ რატომ ხდება აღნიშნული შეფასებები მე-4 კლასიდან:
„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს, რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი, რომ წერა-კითხვას ვერ ახერხებს ნორმალურად, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს,“ - დასძინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.