Baby Bag

როგორი იყო თბილისი ნახევარი საუკუნის წინ - უნიკალური აეროფოტო

როგორი იყო თბილისი ნახევარი საუკუნის წინ - უნიკალური აეროფოტო

​საქართველოს ეროვნული არქივის ფოტოზე ასახულია თბილისი, დღევანდელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი.  

აეროფოტო 1950-იანი წლებშია გადაღებულია და დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში, არქიტექტორ გიორგი ბეჟანიშვილის პირად ფონდში.

იხილეთ ფოტო

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე,“ - შალვა ამონაშვილი

„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:

„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ ​თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასიაის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."

თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად