დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჩვენება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა.
კოლექციაში გამოყენებული იყო მუქი ფერები, რაც ანუკის კოლექციისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი. როგორც მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, დიზაინერის ახალ კოლექციაში ნაკლები გლამური იყო, თუმცა იგრძნობოდა ანუკის სტილი.