Baby Bag

ანუკი არეშიძემ ახალი კოლექცია აეროპორტში წარადგინა

ანუკი არეშიძემ ახალი კოლექცია აეროპორტში წარადგინა

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჩვენება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა.

კოლექციაში გამოყენებული იყო მუქი ფერები, რაც ანუკის კოლექციისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი. როგორც მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, დიზაინერის ახალ კოლექციაში ნაკლები გლამური იყო, თუმცა იგრძნობოდა ანუკის სტილი.

იხილეთ ანუკის ჩვენების ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელში მანანა თოქმაჯიშვილმა გაავრცელა.


მერსედეს ბენცის მოდის კვირეული გრძელდება. დედაქალაქი ასზე მეტ საერთაშორისო სტუმარს მასპინძლობს, რომლებიც დიზაინერების კოლექციებთან ერთად ქართულ კულტურასაც ეცნობიან.

შეიძლება დაინტერესდეთ