Baby Bag

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

​MomsEdu​.GE გთავაზობთ ფილმს - „საოცრება“, რომელსაც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკ ტაიმსის ამავე დასახელების ბესტსელერ წიგნზე. 

როგორია ფილმის სიუჟეტი?ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. 

იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - სახე არ აქვს. ავგუსტმა 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ თავად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

ფილმი იხილეთ ბმულზე -​ „საოცრება“

თუ ბავშვებს სძინავთ და ცოტა დრო გამოგიჩნდათ, ამ ფილმს ჩაუჯექით
​​MomsEdu.ge​ გთავაზობთ ფილმს, რომელსაც ვერ მოსწყდებით, საოცარი ემოციებით აგავსებთ და არასდროს დაგავიწყდებათ.  როგორია ფილმის სიუჟეტი? ეიბილინ კლარკი შუახნის აფრო-ამ...
7 საუკეთესო საბავშვო ფილმი ცხოველების შესახებ
​თანამედროვე სამყაროში ​საბავშვო ფილმების ფართო არჩევანია, რის გამოც მშობლები ხშირად იბნევიან და უჭირთ ბავშვისთვის საინტერესო ფილმის შერჩევა. ჩვენს სტატიაში 7 საუკეთესო საბავშვო ფილმს გაგაცნობთ,...

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

ოჯახის შესახებ გადაღებული შთამაგონებელი ფილმების ყურება ადამიანებს ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან იცავს და მათთვის სტიმულის მიმცემია. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის ოჯახი ყველაფერია:

1. „ღრუბლებში გასეირნება“

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა სილამაზე და სიყვარული, სამყაროს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. არაჩვეულებრივი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი - ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

2.  „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც იდეალურ ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ყველა ოჯახს თავისი დრამა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი განქორწინების პირას მყოფ წყვილს თამაშობენ, რომლებიც მოთმინებას და სხვისი ინტერესების საკუთარ სურვილებზე წინ დაყენებას ნელ-ნელა სწავლობენ.

3. ისტორია ჩვენს შესახებ“

ძალიან სენტიმენტალური ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ უმნიშვნელო დეტალებს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, რაც გვაქვს. მიშელ პფაიფერი და ბრიუს უილისი მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ წყვილს თამაშობენ.

4. „მოხატული პირბადე“

უილიამ სომერსეტ მოემის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი ქოლერის ეპიდემიის დროს დაბადებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია საოცრად მომხიბვლელია. ფილმის მთავარი სათქმელი შემდეგია: ნამდვილი სიყვარული წამიერი ვნებებით არ იბადება, ის გაგებითა და მოთმინებით იზრდება და ყალიბდება.

5. „შენი, ჩემი და ჩვენი“

ეს დიდებული ფილმი მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს. არაჩვეულებრივი მსახიობები, ლამაზი მუსიკა და საოცარი იუმორი - სხვა რა უნდა ინატროთ, როდესაც კარგი კომედიური ჟანრის ფილმის ყურება გსურთ?!

წაიკითხეთ სრულად