MomsEdu.GE გთავაზობთ ფილმს - „საოცრება“, რომელსაც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკ ტაიმსის ამავე დასახელების ბესტსელერ წიგნზე.
როგორია ფილმის სიუჟეტი? - ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში.
იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - სახე არ აქვს. ავგუსტმა 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ თავად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
ფილმი, რომელიც შემოდგომის სევდიან ამინდს ყველაზე მეტად უხდება
შემოდგომის სევდიან ამინდებს ყველაზე მეტად კომფორტულად მოკალათება და საყვარელი ფილმის ყურება უხდება. ,,შემოდგომა ნიუ-იორკში" ის ფილმია, რომელიც დროის სასიმოვნო გატარებაში დაგეხმარებათ.
ფილმის სიუჟეტია ასეთია:
უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული პლეიბოია. მას სერიოზულად არასდროს არავინ, სანამ შარლოტ ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით უმცროსია - იგი მხოლოდ 21 წლისაა და ახლა აპირებს ცხოვრებით ტკბობას.