Baby Bag

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ „ეიფელი ამოატრიალა“

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ „ეიფელი ამოატრიალა“

ვეტმანის ახალი ეიფელები - ქართველმა დიზაინერმა შოთას, ვაჟას და გალაკტიონის შემდეგ მორიგი შედევრი შექმნა. დიზაინერმა არც მეტი არც ნაკლები ქალის ფეხსაცმლის ქუსლებად ამოტრიალებული „ეიფელის კოშკი“ გამოიყენა. 

ფეხსაცმლის შეძენა ​​ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი და მისი ფასი ​​1 150 გირვანქა სტერლინგია, რაც ამჟამად 4082 ლარია. 

ნახეთ დემნა გვასალიას ახალი კოლექცია

შეიძლება დაინტერესდეთ

იაპონელი მილიარდერი რომანტიკულ პარტნიორს ეძებს, რომელიც მასთან ერთად მთვარეზე იმოგზაურებს

იაპონელი მილიარდერი რომანტიკულ პარტნიორს ეძებს, რომელიც მასთან ერთად მთვარეზე იმოგზაურებს
იაპონელი მილიარდერი, რომელიც მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება, რომანტიკულ პარტნიორს ეძებს. ექსცენტრიკული ოლიგარქი იუსაკუ მაეზავა სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. „გინდათ გახდეთ „პირველი ქალბატონი,“ რომელიც მთვარეზე იმოგზაურებს?“ - ნათქვამია მაეზავას განცხადებაში.

მაეზავა დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა კოსმოსში მოგზაურობაზე. მილიარდერს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის ნახვა განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად სურს. მაეზავა მზად არის თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშიროს იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მთვარეზე გაემგზავრება. ის სერიოზული ურთიერთობისთვის ემზადება.

იუსაკუ მაეზავა ელონ მასკის Space X-ის მიერ შერჩეული პირველი ადამიანია, რომელიც მთვარეზე უნდა გაემგზავროს. მაეზავა სპეციალური მისიით მიემგზავრება, რომელიც 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.

იაპონელი მილიარდერი იმ ძირითად მოთხოვნებსაც გვიმხელს, რომელსაც მისი რჩეული აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს: მაეზავას რჩეული სულ ცოტა 20 წლის მაინც უნდა იყოს, მას პოზიტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ქალბატონი კოსმოსში მოგზაურობით ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული, მას სიცოცხლით ტკბობა უნდა შეეძლოს და რაც მთავარია, სამყაროში მშვიდობის დამყარებაზე უნდა ოცნებობდეს.

იუსაკუ მაეზავა იმედს გამოთქვამს, რომ თავისი რჩეულის პოვნას მარტის თვემდე შეძლებს. თვის დასაწყისში იაპონელმა მილიარდერმა კიდევ ერთი ექსცენტრიკული განცხადება გააკეთა. მან 9 მილიონი ამერიკული დოლარი მისი Twitter-ის გვერდის გამომწერებს საჩუქრად გადასცა, რადგან აინტერესებდა, რამდენად გააბედნიერებდა ამ ადამიანებს მოულოდნელი საჩუქრით. მაეზავამ აღნიშნული 9 მილიონი 1000 გამომწერზე გადაანაწილა. გამომწერები მან Twitter-ზე აქტიურობის მიხედვით შეაფასა. ადამიანებმა, რომლებიც მის პოსტებს აქტიურად აზიარებდნენ, მილიარდერისგან საჩუქრად საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღეს. „ეს ძალიან სერიოზული სოციალური ექსპერიმენტია“ - განაცხადა ექსცენტრიკულმა მილიარდერმა. მაეზავას იმედი აქვს, რომ Twitter-ის ექსპერიმენტი აკადემიკოსებისა და ეკონომისტების ყურადღებას მიიპყრობს. 

მომზადებულია ​nbcnews.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად