Baby Bag

„ბავშვი სუნთქავს იმ მძიმე მეტალებს, რომელიც მონიტორის კედლის წინ არის აღმართული მტვრის სახით,“ - ინგა მამუჩიშვილი ეკრანდამოკიდებულების საფრთხეებზე საუბრობს

„ბავშვი სუნთქავს იმ მძიმე მეტალებს, რომელიც მონიტორის კედლის წინ არის აღმართული მტვრის სახით,“ - ინგა მამუჩიშვილი ეკრანდამოკიდებულების საფრთხეებზე საუბრობს

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვის კომპიუტერთან გადაჭარბებული ურთიერთობის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვისთვის ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნა სტრესია:

„კომპიუტერთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი სტრესი ბავშვის ორგანიზმისთვის. დღეს შეიძლება გამოვყოთ, რომ არის ერთ-ერთი პირველთაგანი. ჩვენი სოციალური მდგომარეობაც ხელს გვიწყობს. მშობლები დაკავებულები არიან, ბავშვი არის ძიძასთან ან ბებია-ბაბუებთან. ბებია-ბაბუები ანებივრებენ და ათამამებენ ბავშვებს, უარს ვერ ეუბნებიან. ​ბევრი პაციენტი მყავს, რომლებიც მთელ დღეს ატარებენ კომპიუტერთან. კომპიუტერი ყველა შემთხვევაში არის სტრესი. ბავშვები თამაშობენ სხვადასხვა თამაშს, ეს აუცილებლად გასაკონტროლებელია. ბავშვები თამაშობენ თამაშებს, რომლებიც დაკავშირებულია მკვლელობასთან, სისხლთან, აგრესიასთან. ჰიპერმგრძნობიარეა ბავშვი ასეთი თამაშების მიმართ. ის იმყოფება თავის ვირტუალურ სამყაროში და ამ სამყაროდან მისი გამოყვანა ძალიან რთულდება.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ბავშვი მონიტორთან ყოფნისას ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას იღებს:

„ხშირად მეკითხებიან, აქვს თუ არა მონიტორს ელექტრომაგნიტური გამოსხივება. არსებობს შრომები იმის შესახებ, რომ მონიტორის გვერდითი და უკანა კედლიდან გამოსხივება ბევრად უფრო მაღალია. ბავშვი, რა თქმა უნდა, იღებს ამ გამოსხივებას. ის სუნთქავს იმ მძიმე მეტალებს, რომელიც მონიტორის კედლის წინ არის აღმართული მტვრის სახით. ​ჩაბნელებულ ოთახში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ჩართული მონიტორი. მონიტორის სინათლე და ოთახის სინათლე უნდა იყოს ერთმანეთთან აბსოლუტურად გათანაბრებული. ბავშვი კომპიუტერთან უნდა იჯდეს აუცილებლად მოტრიალე სკამზე, უნდა იყოს ფიქსირებული ხერხემალი, ტერფით აუცილებლად უნდა ეხებოდეს ბავშვი იატაკს. მანძილი ბავშვს და ეკრანს შორის 30 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. მონიტორის ქვედა კიდე წინ წამოწეული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ეს არის სწორი.“

„ექვს წლამდე ბავშვი საერთოდ არ უნდა ურთიერთობდეს კომპიუტერთან. ექვსი წლის ასაკში შეიძლება ბავშვი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იჯდეს კომპიუტერთან. კომპიუტერის დიდხანს ყურება იწვევს თვალის გადაძაბვას. ასეთ ბავშვებს ძალიან ხშირად აქვთ მხედველობის პრობლემები. ბავშვს ეწყება ტიკები. ამის გამო იწყებენ გამოკვლევებს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხედველობის პრობლემაა ხოლმე. ​ბავშვს აღარ აინტერესებს თამაში. ის არის თავის ვირტუალურ სამყაროში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა? - ფსიქოლოგის რეკომ...
როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარ...