Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღირსეულად, ძლიერად, რწმენით შეხვდება განსაცდელს,“ - პატრიარქი ილია მეორე

„ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღირსეულად, ძლიერად, რწმენით შეხვდება განსაცდელს,“ - პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებაში ადამიანის ცხოვრებაში განსაცდელების არსებობის შესახებ ისაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ შვილებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა შეხვდნენ განსაცდელს:

„ადამიანის სიცოცხლე არის დიდი საიდუმლო. ადამიანის ცხოვრება მოცულია სხვადასხვა განსაცდელით. ​ადამიანი მზად უნდა იყოს ამ განსაცდელის დასაძლევად. ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენი შვილების აღზრდის შესახებ, მათი განათლების შესახებ. მთავარი რაც არის, ჩვენ არ ვამზადებთ შვილებს ამ განსაცდელისთვის.“

„ყოველ ადამიანს თავისი გზა აქვს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ღირსეულად, ძლიერად, ​რწმენით შეხვდება განსაცდელს,“- აღნიშნა პატრიარქმა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად