Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პატარა კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი, ამიტომ მას სახელი უნდა დავარქვათ,“ - თამარ ჩარკვიანი

„პატარა კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი, ამიტომ მას სახელი უნდა დავარქვათ,“ - თამარ ჩარკვიანი

ექიმმა-რადიოლოგმა თამარ ჩარკვიანმა მკერდის არეში კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კვლევების ჩატარების საჭიროებაზე ისაუბრა:

„პატარა კვანძს სახელი უნდა დავარქვათ. ნებისმიერ სკრინინგულ პროგრამაში გამოკვლევა გულისხმობს ამ პატარა კვანძის გამოვლენას და აუცილებლად მის სახელდებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ​პატარა კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. კვანძის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების განვითარებისა და მკურნალობის ეფექტიანობისთვის. ზომა არ არის გადამწყვეტი მისი ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი ხასიათისთვის.“

თამარ ჩარკვიანის თქმით, როდესაც ქალბატონს კეთილთვისებიან კვანძს აღმოუჩენენ ის სკრინინგულ რეჟიმში გადადის:

​კეთილთვისებიანის შემთხვევაში ჩვეულებრივ გადადის ის სკრინინგულ რეჟიმში. პირველად ნანახი კეთილთვისებიანი მცირე დაზიანება, მხოლოდ იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, სკრინინგის მონიტორინგში არის ექვსთვიანი ვადა. თუ არის საეჭვო, მაშინ გაკეთდება ბიოფსია. ქსოვილის ან უჯრედების შესწავლის გზით დავადგენ ეს რას წარმოადგენს. თუ არის ავთვისებიანი დაზიანება, ამ შემთხვევაში ის მიმართავს სპეციალიზირებულ კლინიკას.“

„რამეს ხომ არ ვუზიანებთ პაციენტს ამ ექვსთვიანი პერიოდით? თუ ექვს თვეში გავუკეთეთ კიდევ ერთი მამოგრაფია, ეს არ ნიშნავს, რომ კიდევ ექვს თვეშიც გავუკეთებთ. ამ დროს ჩვენ ორგანიზმს ზიანს არ ვაყენებთ. ეს ყველაფერი გამოთვლილია, არის შესაბამისი, მისაღები დოზის. თანამედროვე მამოგრამები საშუალებას იძლევა, რომ მინიმალური დასხივებით მიღებული იქნეს მაქსიმალურად ნათელი გამოსახულება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)-qe-

წაიკითხეთ სრულად