Baby Bag

სტაფილოს შესახებ ეს 3 ფაქტი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

სტაფილოს შესახებ ეს 3 ფაქტი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

​სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. 

ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს. 

აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას. 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეც​ეპტები

არ აჭამოთ ბავშვებს, განსაკუთრებით ზაფხულში, კრემიანი ნამცხვრები, მოუმზადეთ მათ სტაფილოს ჯა...
​MomsEdu.ge-ს მკითხველმა კარგად იცის, რომ ნუცა მათ ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტებით ანებივრებს. ამჯერადაც მან  სტაფილოს საოცარი კექსის რეცეპტი და მომზადების წესი გაგიზიარათ....

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად