Baby Bag

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ- ქათამი ყაბაყითა და სტაფილოთი.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი
  • პატარა ზომის ყაბაყი
  • 1 ცალი სტაფილო
  • ოხრახუში
  • 1 ჩ/კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ხორცი ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.

გემრიელად მიირთვით.

შეიძლება დაინტერესდეთ

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ბროკოლი...

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ბროკოლი...

ბროკოლი კომბოსტოს ერთერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა. ბროკოლი მაღალი ანტიკანცეროგენული და ანრიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა (მასში შემავალი ცალკეული ნივთიერებები ბლოკავენ ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლებიან). ამავდროულად, იგი ვიტამინების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. 

ბროკოლს მინიმალური თერმული დამუშავება სჭირდება. საუკეთესო ვარიანტია მისი ორთქლზე დამზადება. სასურველია ბროკოლი 1-3 წუთის განმავლობაში მოიხარშოს. თუ ბოსტნეულს დიდი ხნით მოხარშავთ, ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. 

გთავაზობთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა დავამზადოთ ბროკოლის სალათა. 

წაიკითხეთ სრულად