Baby Bag

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ

MomsEdu.ge თქვენი პატარებისთვის უგემრიელესი სადილის რეცეპტს გთავაზობთ- ქათამი ყაბაყითა და სტაფილოთი.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი
  • პატარა ზომის ყაბაყი
  • 1 ცალი სტაფილო
  • ოხრახუში
  • 1 ჩ/კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ხორცი ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.

გემრიელად მიირთვით.

შეიძლება დაინტერესდეთ

კვერცხი, შაქარი, კარაქი, გამაფხვიერებელი... - ინგრედიენტები, რომლისგანაც პასკა საუცხოო გამოდის

კვერცხი, შაქარი, კარაქი, გამაფხვიერებელი... - ინგრედიენტები, რომლისგანაც პასკა საუცხოო გამოდის

მასტერშეფის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე პასკის რეცეპტს გვთავაზობს. 

პასკის რეცეპტი (3 პასკაზე)

  • 3 კვერცხი
  • 450 შაქარი
  • 150 გრამი კარაქი
  • 3 ს/კ საფუარი
  • 5 გრამი გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • სუნელები (მიხაკი, ილი, მუსკატი, დარიჩინი)
  • 250 მლ რძე
  • 800 გრამი ფქვილი
  • ზეთი 100 გრამი
  • ქიშმიში/ცუკატი
  • შოკოლადი


მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ!!!



წაიკითხეთ სრულად