Baby Bag

დედების უმეტესობა ბროკოლის ამ ნაწილს ყრის

დედების უმეტესობა ბროკოლის ამ ნაწილს ყრის

ბროკოლი კომბოსტოს ერთერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა, რომელიც მაღალი ანტიკანცეროგენული და ანრიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა (მასში შემავალი ცალკეული ნივთიერებები ბლოკავენ ე.წ. თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლებიან). ამავდროულად, იგი ვიტამინების მდიდარ წყაროს წარმოადგენს. 

როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად?

როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.

მწვანე ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედ​ების ჯგუფი“

ნახეთ ასევე პედიატრ თამარ ობგაიძის ბროკოლთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები 👉 ყველაფერი ბროკოლის შესახებ

შეიძლება დაინტერესდეთ

აუცილებლად სცადეთ ტირამისუს სახლში მომზადება - ნუცა და გაბრიელი საოცარი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ

აუცილებლად სცადეთ ტირამისუს სახლში მომზადება - ნუცა და გაბრიელი საოცარი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ

აუცილებლად სცადეთ ტირამისუს სახლში მომზადება, რადგან საკმაოდ მარტივი და რაც მთავარია, გემრიელია. ნუცა ამ საოცარ დესერტს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნის შეფმზარეულ გაბრიელთან ერთად ამზადებს.

ტირამისუს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მასკარპონე
  • შაქარი
  • კვერცხი
  • ვანილი
  • სავოიარდის ჩხირები 
  • დარიჩინიანი ორცხობილები

პარიზში მოღვაწე შეფ გაბრიელის საფირმო ტირამისუს მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად