Baby Bag

„ლიბეს“ საჩუქარი მომხმარებლებს!

„ლიბეს“ საჩუქარი მომხმარებლებს!
„ლიბე“ ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს პატარებზე, მუდმივად ცდილობს მათ გახალისებას და იმას, რომ ორცხობილების მირთმევა ერთდროულად სასარგებლო, სასიამოვნო და სახალისოც იყოს.

მიმდინარე თვიდან მომხმარებლები „ლიბეს“ კოლოფების შიდა მხარეს გასაფერადებელ ნახატებსაც აღმოაჩენენ. ნახატების გაფერადება ხელს უწყობს ბავშვებში დადებითი ემოციების დაგროვებას, მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას და ფერების უკეთ აღქმას.

„ლიბეს“ შეფუთვებში შეხვდებით რამდენიმე ქართული ზღაპრისა და მულტფილის გმირებს, ასევე დისნეის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს.




ამასთან, „ლიბეს“ კოლოფები სახალისოსთან ერთად, უფრო მარტივად გასახსნელი და პრაქტიკულიც გახდა.


​შეგახსენებთ, რომ ქართული ორცხობილების საწარმო „ლიბე“ 2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დროში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებლებში.

R.
სიახლე ორცხობილების მოყვარულთათვის!
ქართული ორცხობილების საწარმო​ „ლი​ბე“ 2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დრო...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ მისცეთ ბავშვს საკვები მშობლების ნებართვის გარეშე!“ - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

„არ მისცეთ ბავშვს საკვები მშობლების ნებართვის გარეშე!“ - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ადამიანებს მოუწოდა, რომ არასდროს მიაწოდონ სხვის შვილს საკვები პროდუქტი მშობლებისგან ნებართვის აღების და მათგან თანხმობის მიღების გარეშე. ევგენი კომაროვსკის თქმით, ადამიანებმა არაფერი იციან ბავშვის კვების რეჟიმის, მისი ალერგიული სტატუსისა და სხვა დეტალების შესახებ, რომლებიც კვების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პედიატრმა ყველას მოუწოდა, ბავშვის გამოკვებამდე ნებართვა მშობლისგან აიღონ:

„ბევრი ადამიანი ერთი შეხედვით ფიქრობს, რომ გაღიმებული, საყვარელი ბავშვისთვის გემრიელი საკვების მიწოდებაში ცუდი არაფერია. თქვენ ზუსტად ვერ გეცოდინებათ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია, რით კვებავენ მას ყოველდღიურად, იცის თუ არა მან კარგად ღეჭვა, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ საკვების გადაყლაპვა და ა.შ.

ერთი შეხედვით კარგი და კეთილი საქმე, შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლისთვის რისკის შემცველიც აღმოჩნდეს. ყოველთვის, როდესაც ბავშვისთვის რაიმე საკვების მიწოდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად აიღეთ ნებართვა მშობლისგან. წინასწარ ჰკითხეთ მშობელს, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ამა თუ იმ პროდუქტის მიწოდება, როდის და რა პირობებში შეგიძლიათ მისი გამოკვება,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად