„ლიბე“ ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს პატარებზე, მუდმივად ცდილობს მათ გახალისებას და იმას, რომ ორცხობილების მირთმევა ერთდროულად სასარგებლო, სასიამოვნო და სახალისოც იყოს.
მიმდინარე თვიდან მომხმარებლები „ლიბეს“ კოლოფების შიდა მხარეს გასაფერადებელ ნახატებსაც აღმოაჩენენ. ნახატების გაფერადება ხელს უწყობს ბავშვებში დადებითი ემოციების დაგროვებას, მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას და ფერების უკეთ აღქმას.
„ლიბეს“ შეფუთვებში შეხვდებით რამდენიმე ქართული ზღაპრისა და მულტფილის გმირებს, ასევე დისნეის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს.
ამასთან, „ლიბეს“ კოლოფები სახალისოსთან ერთად, უფრო მარტივად გასახსნელი და პრაქტიკულიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ორცხობილების საწარმო „ლიბე“ 2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დროში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებლებში.
„სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ ერთთვიანი, ერთწლიანი, სამწლიანი შენახვის იოგურტები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის კვებაში მაწონისა და სახლში დამზადებული იოგურტის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„მაწონი მაინც ენდემურია ჩვენთვის და ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, შენახვის ვადა ყურადღებით წაიკითხონ. 2-დან 7 დღემდეა მაწონის შენახვის ვადა. სამწლიანი, ერთწლიანი შენახვის და ერთთვიანი იოგურტები სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ. იოგურტი ჩვენ მაწვნისგან სახლის პირობებში გავაკეთოთ. მაწონს მარცვლეული, ხილი დავუმატოთ, შევაზავოთ.“
„არასდროს პოლივიტამინებით მიკროელემენტები და მაკრონუტრიენტები არ შეიწოვება ისე, როგორც სწორად შერჩეული ბუნებრივი პროდუქტებისგან. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობელს საკმაოდ ხშირად აქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც არ იღებს საკვებს. არსებობს მშობელი, რომელიც ვერ აძლევს საკვებს. ბავშვი წავახალისოთ, საკვების მომზადებაში მივაღებინოთ მონაწილეობა. თუ იქნება ბავშვს და მშობელს შორის სწორი ალიანი, საკვებსაც მიიღებს, მედიკამენტსაც, მშობელთან ერთადაც ისეირნებს,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირდი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.