Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. 

გთავაზობთ განრიგს:

ქართული ენა და ლიტერატურა - 18 ივნისი
➡ I სესია - 10:00 საათი
➡ II სესია - 13.00 საათი

მათემატიკა - 19 ივნისი
➡ I სესია - 10:00 საათი
➡ II სესია - 13.00 საათი

ისტორია - 22 ივნისი
➡ I სესია - 10:00 საათი
➡ II სესია - 13.00 საათი

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება - 23 ივნისი
➡ I სესია - 10:00 საათი
➡ II სესია - 13.00 საათი

ინგლისური ენა - 24 ივნისი
➡ I სესია - 10:00 საათი
➡ II სესია - 13.00 საათი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ​ბმულზე.

წაიკითხეთ სრულად