ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
52 პედაგოგს მედიკამენტებისთვის 50-ლარიანი ვაუჩერები გადაეცა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, იმ პენსიონერ პედაგოგებს, რომლებმაც პროფესია ადრე დატოვეს და ვერ ისარგებლეს სახელმწიფო ჯილდოთი, ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გორის მუნიციპალიტეტში კონფლიქტის ზონის 20 სკოლის 52 პედაგოგს მედიკამენტებისთვის 50 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, მომავალშიც გეგმავენ მსგავსი აქტივობების განხორციელებას.