ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
პროფესიული უნარებისა და ქართულის (I-VI) ონლაინ ტრენინგზე რეგისტრაციის თარიღი გახანგრძლივდა
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრმა პროფესიული უნარებისა და ქართულის (I-VI) ტრენინგებზე რეგისტრაცია 11 აპრილამდე გაახანგრძლივა. მათ, ვინც ვერ მოასწრო რეგისტრაცია აღნიშნულ საგნებზე, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ტრენინგებში და მიიღონ გამოცდისათვის სათანადო ცოდნა. ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები.
ცენტრის დირექტორის სოფიკო ბიბილაშვილის განცხადებით, თარიღის ცვლილება გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა. ის იზიარებს ქვეყანაში არსებულ მგომარებას და საშუალებას აძლევს ყველა მსურველს გაიარონ აღნიშნული ონლაინ კურსი: