მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის რჩევებს აძლევს.
„დარჩით სახლში“ – ამ მთავარი მოწოდების ფონზე ჩვენ ვდგებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ გავხადოთ სახლში გატარებული დრო სტრუქტურირებული და შეძლებისდაგვარად ნაყოფიერი და ეფექტიანი.
აქციეთ „ტელესკოლა“ ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად.
მოსწავლეებს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნონ სახელმძღვანელოებში მოცემულ საკითხებს ახალი და მრავალფეროვანი ფორმატის საშუალებით და გაატარონ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი საინტერესოდ.
გაეცანით ტელეგაკვეთილების განრიგს, რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო გაკვეთილები.
წინასწარ გაამზადეთ ის რესურსები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ტელეგაკვეთილისთვის, მაგალითად: ფურცელი, რვეული, კალამი, ფანქრები, საშლელი, სახაზავი, მაკრატელი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ კონკრეტული ინფორმაციის ჩანიშვნა, ცხრილის გადახატვა, საშინაო დავალების მონიშვნა.
ახალი ინფორმაციის მიღებისას ზოგიერთი თემა შესაძლებელია ნაკლებად გასაგები იყოს, ან კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაგიჩნდეთ დამატებითი შეკითხვები. ასეთ შემთხვევაში, ჩამოწერეთ შეკითხვები და მოიძიეთ პასუხები სახელმძღვანელოსა თუ სხვადასხვა წყაროში. დაუსვით შეკითხვები უფროსებს. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეთ აქტიური და ყოველდღიური კომუნიკაცია თქვენი საგნის მასწავლებლებთან.
შეეცადეთ შეასრულოთ საშინაო დავალებები (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, რათა განიმტკიცოთ და პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოსცადოთ ტელეგაკვეთილის მანძილზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება უფროსებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს ან დაეკონტაქტეთ მასწავლებელს.
რეკომენდებულია, არ გამოტოვოთ გაკვეთილები. „ტელესკოლის“ ფორმატის მიხედვით, ზოგიერთ საგანში მომდევნო გაკვეთილი შესაძლოა იყო წინა გაკვეთილების გაგრძელება იყოს, ან მიმდინარე ტელეგაკვეთილის გაგება დამოკიდებული იყოს წინა გაკვეთილის განმავლობაში ათვისებულ მასალაზე.
გაუზიარეთ ტელეგაკვეთილის ან მასში განხილული საკითხების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებს: ოჯახის წევრებს ან თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებებს (კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების დახმარებით).
გაეცანით მომავალი ტელეგაკვეთილების თემებს განწყობის, მოლოდინებისა და წინასწარი პროგნოზის შექმნის მიზნით.
მშობლებო, შეუქმენით კომფორტული და მშვიდი გარემო თქვენს შვილებს, რათა უკეთ შეძლონ გაკვეთილზე კონცენტრირება. გაიზიარეთ ბავშვების ემოციები და შთაბეჭდილებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი ემოციური კეთილდღეობისათვის, ასევე, მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ გააზრება/გაღრმავებისთვის,“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
შეგახსნებთ, რომ ორშაბათიდან ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ - იხილეთ ცხრილი